დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად იყრის კენჭს.
მისი კანდიდატურა ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე კლუბ "ელვამ" წარადგინა.
პრეზიდენტობის კანდიდატები ასევე არიან: ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი, დავით ხახუტაშვილი და ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე.
ცნობისთვის, არჩევნები 24 ოქტომბერს, რიგგარეშე ყრილობის შემდეგ ჩატარდება.