სატელეკომინიკაციო სფეროზე აქციზის გადასახადის დაწესება, მომსახურეობის ტარიფს აუცილებლად გააძვირებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიამ განუცხადა.
"აქციზური გადასახადი თავისი ბუნებით არის არაპირდაპირი გადასახადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მომსახურების ღირებულებას (ტარიფს) ერიცხება ზემოდან, ისევე როგორც დღგ. აქამდე კომუნიკაციის სფეროს მომსახურებას აქციზი არ ერიცხებოდა, ამდენად მასზე აქციზის დაწესება აუცილებლად იმოქმედებს ტარიფებზე", - განუცხადა _ჯი-ეიჩ-ენს" ნარმანიამ.
მისი თქმით, ამიტომაც პროვაიდერ კომპანიებს მოუწევთ თვითღირებულების ხელახლა გადაანგარიშება.
"თვითღირებულების ხელახლა გადაანგარიშების შედეგად, თუ ის დღეს არსებულ ტარიფზე მაღალი იქნება, კომპანიები იძულებულნი იქნებიამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტარიფების გაზრდის მოთხოვნით მიმართონ", _ აცხადებს ნარმანია.
ექსპერტი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია და მასზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ოპტიმალურ ტარიფს დაადგენს, რათა პროვაიდერმა კომპანიებმაც გონივრული მოგება მიიღონ და მომხმარებელსაც მნიშვნელოვნად არ გაეზარდოს კომუნიკაციის სერვისი.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი სექტემბრიდან საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება და სატელეკომუნიკაციო სფეროს საგადასახადო წნეხი დაუმძიმდება და სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევა აქციზით დაიბეგრება.