სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აჭარაში იმყოფება. მისი უწმინდესობა დღეს ფერიაზე, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლს მოინახულებს.
ბავშვთა სახლის მონახულების შემდეგ ილია მეორე წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ეწვევა.
პატრიარქი ბათუმში გუშინ ჩამობრძანდა. ბოლოს უწმინდესი და უნეტარესი აჭარაში სამი წლის წინ იმყოფებოდა. მან სხალთის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.