ხვალ, 31 აგვისტოს, 17:00 საათზე, კეთილი ნების საერთაშორისო საზოგადოება "სოლიდარობა", გაზეთ "სვობოდნაია გრუზიას" რედაქცია და საინფორმაციო სააგენტო "ახალი ამბები - საქართველო" გამართავს შემოქმედებით შეხვედრას ჟურნალისტ მურად (მამია) ალაშვილთან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კეთილი ნების საერთაშორისო საზოგადოება "სოლიდარობის" წარმომადგენლებმა აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება.