საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი კახა სეხნიაშვილი თანამდებობიდან გადადგომას უარყოფს. ამის შესახებ სეხნიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ზოგიერთ დეპარტამენტს და, შესაბამისად, თანამდებობებს სახელწოდებები შეეცვლება. თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე იგი კვლავ სახაზინო სამსახურის უფროსად რჩება.
ქართულ მედიაში გავრცლედა იანფორმაცია, რომ სეხნიაშვილმა საკუთარი ინიციატივით დაკავებული თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კახა სეხნიაშვილი სახაზინო სამსახურის უფროსად 2008 წელს დაინიშნა.