"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობასთან მოშიმშილე დევნილები მოინახულეს.
ნონა გაფრინდაშვილმა, ირაკლი ბათიაშვილმა, ელიზბარ ჯაველიძემ, გოგი ქავთარაძემ, რეზო ესაძემ და "წარმომადგენლობითი სახლხო კრების სხვა წევრებმა დევნილებს სასმელი წყალი, გაზქურა და პირველადი მოხმარების საგნები მიუტანეს.
ვითარებაში გასარკვევად სახალხო კრების წევრებმა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სცადეს, თუმცა მათ ინიციატივას სუბელიანის უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.
შეგახსენებთ, რომ ლტოლვილთა სამინისტროსთან 16 დევნილი შეიმშილობს, ოთხ მათგანს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. დევნილები თბილისის კომპაქტური ჩასახელებებიდან გამოსახლებას და რაიონებში ჩასახლებას აპროტესტებენ.