ხვალ, 31 აგვისტოს, "ხალხის პარტიის" წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი და დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციაციის წევრი ლია ნიკოლაიშვილი "ხალხის პარტიის~ ოფისში ბრიფინგს გამართავენ.
"ეროვნული საბჭო" საჯარო სკოლებიდან პედაგოგთა მასობრივ დათხოვნას აპროტესტებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული საბჭოდან აცნობეს, პედაგოგთა გათავისუფლება სრულიად უმოტივაციოდ ხდება და გათავისუფლების ბრძანებებში არ არის მითითებული საფუძვლები, არღვევდნენ თუ არა ისინი შიდაგანაწესს, შეესაბამება თუ არა მათი კომპეტენცია სასწავლო პროცესს და სხვა მოთხოვნები, რომელთაც მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით 31 აგვისტოს "ხალხის პარტიის" წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი და დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციაციის წევრი ლია ნიკოლაიშვილი "ხალხის პარტიის~ ოფისში ბრიფინგს გამართავენ.