საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ჩატარებულ აუქციონზე ერთი ობიექტი გაყიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონი გამოცხადებული იყო 2 ობიექტზე, აქედან ერთ ობიექტზე სამინისტროში განაცხადი არ შესულა. გაიყიდა ერთი ობიექტის ლიცენზია - საგარეჯო, სოფ. მანავის ტერიტოირაზე, მდ. ჩაილურის ქვიშა, ხრეშის გამოვლინება.
ობიექტი შპს "საქართველოს რკინიგზა"-მ 15 310 ლარად შეიძინა.