საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2013 წლისთვის ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა ადგილობრივ მოსახლეობის რიცხვს გადააჭარბებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა საქართველოს რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც დაესწრო.
"წელს ქვეყანაში 2 მლნ ვიზიტორზეა საუბარი, მომავალ წელს კი მათი რაოდენობის გაზრდას 3 მლნ-მდე ველოდებით. იმედი მაქვს, რომ 2013 წლისთვის ტურისტების რაოდენობა საქართველოს მოსახლებაზე მეტი იქნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ტურიზმის სფეროს განვითარების კუთხით კარგად იმუშავებს, 5 წლის განმავლობაში გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა 10 მლნ-მდე გაიზრდება.