ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც უგულავა წერს, ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია - საქართველომ დაიწყო ომი.
"ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო - ეს არ ეწერა სალომეს სუფლორზე, მაგრამ რაც იგულისხმა ეგაა. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია - საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს - მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა - მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!", - წერს უგულავა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ომი მან დაიწყო.