მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და "საქსტატი" თანამშრომლობას იწყებენ.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღამსრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ ჰულსტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი.
საქსტატსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის ურთიერთანამშრომლობა პროექტ `კვალიფიციური თანამამემამულეების დროებითი დაბრუნება II" ფარგლებში შედგება, რაც გულისხმობს საქსტატში, ჰოდანდიის სტატისტიკურ სამსახურში მომუშავე ქართველი ექსპერტის მოწვევას, რომელიც საქსტატის თანამშრომლებს ჩაუტარებს ტრენინგებს და კვალიფიციურ კონსულტაციებს გაუწევს სტატისტიკის მეთოდოლოგიის საკითხებთან დაკვშირებით.
ქართველი ექსპერტის სამუშაო ვიზიტის დაფინანსება მოხდება ჰოლანდიის მთავრობის მიერ.