თბილისის გარევაჭრობა ზუგდიდშიც აიკრძალა. ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით მოვაჭრეებს საპატრულო პოლიცია და სახანძრო მანქანა დახვდათ და განუცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე აღარ დაუშვებენ.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სავაჭრო ფართები ცენტრალური ბაზრის ტერიტორიასა და ზუგდიდის უნივერმაღის პირველ სართულზე შესთავაზა, თუმცა მათივე თქმით, იქ ანტისანიტარიაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ არც ერთი გარემოვაჭრე სავაჭრო ფართის გარეშე არ დარჩება.