რატომ არ მოუსმინა მაშინდელმა ხელისუფლებამ პარტნიორებს და რატომ არ გამოაცხადა მაშინვე რუსეთი აგრესორი, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს და მათ ამ კითხვების დასმისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ მან საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას ისაუბრა.
„ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, შეიძლება ჩემი ართქმული, კიდევ ერთხელ, ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.