საზოგადოება შეთანხმდა, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანებს არ უნდა ვსვამდეთ ციხეში. ეს უნდა იყოს დღეს განხილვის მთავარი საგანი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკანონმდებლო სივრცეში გადმოთარგმნა და არა მითიური პლანტაციები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია ასევე ვინ ნახავს სარგებელს ამ მითიური პლანტაციებით.
"საზოგადოება შეთანხმდა, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანებს არ უნდა ვსვამდეთ ციხეში. ეს უნდა იყოს დღეს განხილვის მთავარი საგანი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკანონმდებლო სივრცეში გადმოთარგმნა და არა მითიური პლანტაციები. გაუგებარია ასევე ვინ ნახავს სარგებელს ამ მითიური პლანტაციებით. ჩვენ ვფიქრობთ, ახლა ამ კანონის განხილვა არ უნდა მოხდეს. რომც გავიზიაროთ შემოთავაზებული მოდელი, ასეთ შემთხვევაშიც არ არის სანდო "ქართული ოცნება", რომ ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს ამ ყველაფერს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.