თბილისი-ვლადიკავკაზის მიმართულებით მიკროავტობუსი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მიკროავრტობუსი "ფორდ-ტრანზიტს" 15 მაგზავრი თბილისიდან "ყაზბეგი-ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე მიჰყავს, საიდანაც საბაჟოს გავლის შემდეგ მგზავრებს სხვა მიკროავტობუსში უწევთ გადაჯდომა, რომელიც ვლადიკავკაზის მიმართულებით მოძრაობს.
აღნიშნული მარშუტი ჩრდილოეთ ოსეთის მძღოლების ინიციატივით დაინიშნა. მგზავრობის ღირებულება 100 ლარს ან 54 დოლარს შეადგენს.
მიკროავტობუსი თბილისი-ვლადიკავკაზი-თბილისი თბილისის ცენტრალური ავტოსადგურიდან ყოველ დღე, 10:00 საათზე გადის.