სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, "დაიცავი საქართველოს" ლიდერი, კახა მიქაია აცხადებს, რომ მის მიერ აღნიშნულ უწყებაში მიტანილ ჩანაწერში ზუგდიდის მაღალჩინოსნების კორუფციული დანაშაული იკვეთება.
"სუს-ში დავტოვე მეხსიერების ბარათი. როგორც იცით, ამ ბარათში ჩანაწერი გრძელდება საათსა და 57 წუთის განმავლობაში. მათ, ცხადია, გარკვეული კითხვები ჰქონდათ,მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმედი მაქვს, ჩემს მიერ დატოვებული მეხსიერების ბარათი გამოძიებას დაეხმარება, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და ეფექტურად. კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ,თუმცა ტელევიზიებს: "იმედს" და "რუსთავი 2"-ს აქვთ ჩანაწერები და ამონარიდები. სხვას ვერაფერს გეტყვით. შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. ჩანაწერი ჩემი თანდასწრებით არ უნახავთ, თუმცა მე ის დავტოვე. მათ მითხრეს, რომ გამოძიება იწყება. გამოძიებას ხელი არ უნდა შევუშალოთ. რაც შეეხება ჩემს შეფასებას, ვთქვი, რომ ამ ჩანაწერში იკვეთება კორუფციული დანაშაული და საზოგადოებისთვის ამიტომ გავხადე საჯარო ეს ინფორმაცია. „ფლეშკა“ ამიტომ მივიტანე სუს-ში", - განაცხადა მიქაიამ.