უბედური შემთხვევა ქალაქ დედოფლისწყაროში. სტალინის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულის აივნიდან ადგილობრივი მკვიდრი, 48 წლის თენგიზ ფიროსმანაშვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილას დაუყოვნებლივ გამოცხადდა და გვამი ექსპერტიზის ჩასატარებლად წნორის სტაციონარში გადაასვენა.
როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, სიკვდილი გულმა გამოიწვია:
,,ადგილზე მისულებს უკვე გვამი დაგვხვდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რაკი ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, ექსპერტიზაზე ჩვენ გადავასვენეთ. წნორში ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პაციენტის სიკვდილი არა სიმაღლიდან დაცემას, არამედ გულთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება, რომელსაც ფიროსმანაშვილი მანასსმდეც უჩიოდა". - აცხადებს ზურიკაშვილი.