რუსეთში მილიარდელების შვილების რაოდენობა 1,5 ჯერ გაიზარდა, ხოლო მათი კომბინირებული ქონება გაორმაგდა. ასეთი დასკვნა გააკეთეს ჟურნალ "ფინანსების" ექსპერტებმა, რომლებიც რუსეთის მდიდარი ადამიანების რეიტინგს პერმანენბტულად აქვეყნებენ.
რეიტინგში შესულნი არიან ის მემკვიდრეები, რომელთა მშობლების ქონება გაყოფილი შვილების რაოდენობაზე მილიარდ დოლარს აღემატება.
რუსეთის უმდიდრეს ბავშვად ალექსანდრე ალეგპეროვი დასახელდა, რომელიც "ლუკოილის" პრეზიდენტის ვაგიტ ალეკპეროვის შვილია. ის ოჯახის ერთედერთი მემკვიდრეა, წერს გამოცემა.
ალეგპეროვ-უფროსის ქონება ამ დროისათვის 10,65 მლრდ. დოლარადაა შეფასებული.
მილიარდელი ბავშვების რეიტინგში მეორე ადგილზე ასევე ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, "ალფა ჯგუფის" დამფუძნებლის ალეკსე კუზმიჩევის ვაჟი დასახელდა. კუზმიჩვის მემკვიდრის ქონება, ერთ წელიწადში 3,05 მლრდ-დან 7,1 მლრდ-მდე გაიზარდა.
2009 წელს მე-2 და მე-6 ადგილებზე ჩუკოვსკის გუბერნატორისა და Eვრაზ Gროუპ-ის მფლობელის რომან აბრამოვიჩის შვილებმა დაიკავეს.
მილარდელი ბავშვების სრულყოფილი სია ჟურნალ "ფინანსის" მორიგ ნომერში გამოქვეყნდება, რომელიც 30 აგვისტოს გამოვა.