საქართველოს პრეზიდენტი უკვე პარლამენტშია სიტყვით გამოდის. მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მისი გამოსვლა პარლამენტში ამ წუთებში დაიწყო.
"პრეზიდენტი ადრე, აქ მოდიოდა წელიწადში ერთხელ, ფორმალური სიტყვისთვის. ახლა ჩვენი მუშაობა უფრო დინამიური გახდა. პრეზიდენტი ცალკე გრძნობს პარლამენტის, როგორც მთავარი განმკარგველი ორგანოს მიმართ პასუხისმგებლობას", - ასე დაიწყო ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში მისი გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მისვლისთვის მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს სურვილისთვის, მოსულიყო პარლამენტში და პირადად წარედგინა ახალი ინიციატივა, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში დაიწყება", - განაცხადა ბაქრაძემ.