კანაფი მცენარეა და მისი წარმოება მოითხოვს აგრონომიულ ცოდნას, შესაბამისად, ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად რეგლამენტირებულ პირობებში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნებში, სადაც ლეგალურად არის დაშვებული მარიხუანას კულტურის წარმოება, ეს ხორციელდება სპეციალური პირობების შესაბამისად და არსებობს მკაცრი კონტროლი.
„ჩვენი კანონმდებლობაც ამას გულისხმობს, რომ ეს არ იქნება თავისუფალი კულტივირების პროცესი. გადამუშავებისა და რეალიზების მომენტები იქნება კანონმდებლობით დარეგულირებული. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს დაშვებულია”, – განაცხადა დავითაშვილმა.