სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სპეციალური სოფლების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ პატრირქმა დღეს, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქის ინიაციატივა ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწების მოსახლეობისთვის გადაცემისა და იქ სპეციალური სოფლების შექმნას ითვალისწინებს.
"საქართველოში დემოგრაფიული საკითხი ძალიან მძიმეა. ზოგიერთი რაიონების სოფლები, სადაც არის ბრწყინვალე ნიადაგი და მოდის კარგი მოსავალი, სრულიად დაცარიელებულია", - განაცხადა პატრირიქმა.
ილია მეორემ მაგალითად ისრაელში არსებული სპეციალური სოფლები მოიყვანა, სადაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ერთად აწარმოებს, ამ სოფლებისთვის მიღებული შემოსავალიც არის საერთო. სამუშაოებზე კი მათ დასაქმებული ჰყავთ ახალგაზრდობა.
"საქართველოს ეკლესიას აქვს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. მზად ვარ, მთელი ეს მიწა გადავცე იმ ხალხს, რომელიც შექმნის ასეთ სოფელს. ამ სოფელში იქნება ტაძარი, სკოლა, დასასვენებელი ადგილები. ვფიქრობ, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კონცეფციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ბრძანა პარტიარქმა.
მისივე თქმით, ამ სოფლებში აუცილებლად უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა გააჩნინო შვილები და გაამრავლონ ერი.
ილია მეორის განცხადებით, მას აღნიშნულ საკითხზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტთანაც ჰქონდა და ხელისუფლება ამით დაინტერესებულია.
"მე მაქვს ახალგაზრდობის იმედი, თუმცა ახალგაზრდობას არ აქვს გამოცდილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ კავშირი უფროს თაობებთან და პატივი სცენ მას. ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, ჩიხი არ არსებობს, საქართველოს შეუძლია გამონახოს წინსვლისა და განვითარების გზა. ღმერმთა გაანათლოს ჩვენი გონება, რათა კიდევ ბევრი ასეთი აზრი მოვიდეს", - ბრძანა უწმინდესმა.