დევნილი ბავშვები ქალაქ ლინკოლნის მერსა და აშშ-ის ნებრასკის შტატის გუბერნატორს შეხვდნენ. აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო - დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ორგანიზებით აშშ-ში მყოფი დევნილი ახალგაზრდები ნებრასკის შტატის გუბერნატორს რიკ შიიჰს და ქალაქ ლინკოლნის მერს კრის ბატლერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, პროგრამის მონაწილეებმა,მერთან და გუბერნატორთან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მდგომარეობაზე,საქართველოში მიმდინარე პროცესებზე , ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემასა და აშშ-ში სწავლის გაგრძელების შსაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს ქალაქის მერმა კრის ბატლერმა, დევნილი ბავშვები ქალაქ ლინკოლნის საპატიო მოქალაქეობის სიგელებით დააჯილდოვა.
პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები ლინკოლნის სმხრეთ უმაღლეს სკოლაში გაკვეთილებს დაესწრნენ და ნებრასკის უნივერსიტეტში ლეიქციები მოისმინეს.
დევნილი ახალგაზრდები კულტურულ- საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აშშ-ში კიდევ ორი კვირა დაერჩებიან.