ყველა შეხვედრას გადავდებ და როცა სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმატებით ჩაატარებს თავის კამპანიას.
„იმედი გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმატებით ჩაატარებს თავის კამპანიას და მიიღებს ყველაზე მეტ მხარდაჭერას ამ არჩევნებში. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, მე გახლავართ ოზურგეთის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრას გადავდებ და როცა ის ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.