დედაქალაქის მერი ტელეკომპანია "იბერიას" გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში მედია თავისუფალია. მისივე თქმით, მის მფლობელს ბიუჯეტის მიმართ აქვს დიდი დავალიანება.
„მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის დღეს. ეს თითოეული ჩვენგანის მიღწევაა, რაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ერთიანი ძალისხმევით. კარგად გახსოვთ დრო, როცა ერთ ადამიანს ედო, ყველა მედიასაშუალება ჯიბეში. „იბერიას“ არანაირი პრობლემა არ აქვს. როგორც მე ვიცი, მის მფლობელს კონკრეტულ ბიზნესში ბიუჯეტის მიმართ აქვს დიდი დავალიანება. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ტელევიზია ბიზნესზე ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, ის რაც კანონი გავალდებულებს, არ მგონია სწორი მიდგომა”, – განაცხადა კალაძემ.