სერგო რატიანის განმარტებით, არასამთავრობოებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური მკვლელობის საქმეში მ.კ.-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც ის აღნიშნავს, შეხვედრაზე ისაუბრებენ აღნიშნულ საქმეში მირზა სუბელიანის როლზე და მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე.
"დღეს ჩვენ ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ასე ვთქვათ, მათ ანგარიშს ჩავაბარებთ და გავაცნობთ დეტალებს. ეს ძირითადად, ეხება მ.კ.-ს ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობას, ასევე მირზა სუბელიანის როლს, რომელიც აშკარად იკვეთება, ასევე მის მიმართ ხელის დაფარების საკითხია. დარღვევებია, რომელიც შსს-ს გამომძიებლებმა განახორციელეს და ასევე პროკურატურის თანამშრომლებმა. ჩვენ მათი ბრალეულობის შესახებ ვისაუბრებთ.
ასევე არის პოლიტიკური პასუხისმგებლობები დღევანდელ შს მინისტრ გახარიასთან დაკავშირებით, ასევე თეა წულუკიანთან დაკავშირებით, ასევე ყოფილი პროკურორის შოთაძის ბრალეულობაზე საუბარი.
ალბათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვები ექნებათ და ბუნებრივია, ჩვენ ამაზე პასუხები და დაზუსტებები გვექნება",- განაცხადა რატიანმა.