გამართლდა მოლოდინი, ძალიან გახარებული ვარ , – ასე შეაფასა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიისთვისაც სწორი და დემოკრატიულია.
„გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. ასევე მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩემთვის ძალიან დადებითი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, მმართველი პარტიისთვისაც სწორი და დემოკრატიულია. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. უკვე დღეიდან, ამ საღამოს მსგავსად ველოდები გამარჯვებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.