„ომეგა ჯგუფი“ მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „იბერიას“ მფლობელებს თუ აქვთ რაღაც ფინანსური პრობლემები, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც იქცევა სხვა ნებისმიერი ბიზნესი და ბოროტად არ გამოიყენონ ის, რომ კავშირი აქვთ რომელიმე მედიასაშუალებასთან.
„მგონია, ძალიან არასწორი მიდგომაა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთ ფინანსურ პრობლემებს ნათლავენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად. „იბერიას“ მფლობელებს თუ აქვთ რაღაც ფინანსური პრობლემები, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც იქცევა სხვა ნებისმიერი ბიზნესი და ბოროტად არ გამოიყენონ ის, რომ კავშირი აქვთ რომელიმე მედიასაშუალებასთან.
მგონია, ბოროტად გამოყენებას უფრო აქვს ამ შემთხვევაში ადგილი, გადასახადები უნდა გადაიხადონ კომპანიებმა და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა გაარკვიონ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.