გულშემატკივრებს ვთხოვ, მატჩის მსვლელობისას ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ ჩვენს გუნდს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველოს გვჭირდება.
„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვ, მატჩის მსვლელობისას ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენ გუნდს. დღეს ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველოს გვჭირდება”, – წერს კაშია.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ერთა ლიგის D დივიზიონის მეორე ტურში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.