ეს მისი [გურამ კაშიას] არჩევანია, თუმცა, რომ გამოირიცხოს ყველანაირი მითქმა-მოთქმა, რომ მან ეს პოროვოკაციისა და ანგარების მიზნით გააკეთა, შევთავაზეთ, რომ იმ ხალხის ნაწილს, რომელსაც რელიგიური გრძნობები შეულახა, ბოდიში მოუხადოს, - ამის შესახებ ჰომოფობიური და ქსენოფობიური დაჯგუფება „ქართული მარშის“ წევრმა კონსტანგინე მორგოშიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ კაშია ბოდიშს მოუხდის ადამიანებს, რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეილახა, „ქართული მარში“ აქცია-პერფორმანსს სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება, აღარ გამართავს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნაკრებს გაუჩნდა შანსი, დადოს რეალური შედეგი, გვქონდა და გვაქვს კაშიას მიმართ შეთავაზება. თუ ფეხბურთი ყველასია და ვადასტურებ რომ ყველასია, მაშინ ჩვენიც არის – იმ ხალხის, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მიუღებელია. თუ ჩვენი პოზიცია ლგბტ თემისთვის არის ჰომოფობური, ჩვენთვის მათი პოზიციაა შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. კაშიას მივმართეთ და ვთქვით, რომ მას თავის აზრს ვერ შევაცვლევინებთ. ეს მისი არჩევანია, თუმცა, რომ გამოირიცხოს ყველანაირი მითქმა-მოთქმა, რომ მან ეს პოროვოკაციისა და ანგარების მიზნით გააკეთა, შევთავაზეთ, რომ იმ ხალხის ნაწილს, რომელსაც რელიგიური გრძნობები შეულახა, ბოდიში მოუხადოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ გავმართავთ აქცია-პერფორმანსს სტადიონზე. ჩვენ მარტო არ ვართ. დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც დღეს სტადიონზე გეგმავს მოსვლას“, – განაცხადა მორგოშიამ.