ირანის ჩრდილოეთით მომხდარ მიწისძვრას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 40 ზე მეტმა სახვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
მიწისძვრის სიძლიერემ რიხტერის შკალით 5,7 ბალი შეადგინა. ირანის წითელი ნახევარმთვარის კომიტეტის მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 2 ბავშვი და ერთი ქალი.
შეგახსენებთ, რომ ირანი დედამიწის ათ ყველაზე სეისმურ რაიონში მდებარეობს და ყოველ ათ წელიწადში აქ რიხტერის შკალით 7 და მეტი ბალის სიმძლავრის მიწისძვრა ხდება.
2003-2005 წლებში მომხდარი მიწისძვრებისას 40 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.