ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი მაღაროელი დაიღუპა. შვიდი მაღაროელი, რომლებიც წუხელ მაშველებმა ამოიყვანეს თბილისში არიან გადმოყვანილნი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა აქვთ მიღებული. სამს კი არავითარი დაზიანება არ მიუღია.
აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ მეთანის დაგროვება გახდა.
"ამ დროისთვის მინდელის სახელობის მაღაროში სამაშველო საქმიანობა დასრულებულია. შემთხვევის დროს მაღაროში იმყოფებოდა 13 ადამიანი. სამწუხაროდ სამი ადამიანი დაიღუპა. შვიდი თბილისის დამწვრობის ცენტრია გადაყვანილი, სამი კი უვნებლად გარდარჩა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის გამგებელმა ლევან დიოხნაძემ.
მისივე თქმით, ამაჟამად მაღაროში სავეტილაციო სამუშაოები ტარდება. სპეციალისტები დაადგენენ თუ რამ გამოიწვია აფეთქება.
შეგახსენებთ, რომ როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის გამგებელმა განუცხადა შეტყობინება მაღაროს აფეთქების შესახებ 27 აგვისტოს, 21:00 საათზე შევიდა.
ცნობისთვის, ამავე მაღაროში აფეთქება მიმდინარე წლის 3 მარტსაც მოხდა. მაშინ აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და ერთი მძიმედ დაშავდა.
მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპნიაა.