ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მოხდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის გამგებელმა განუცხადა შეტყობინება მაღაროს აფეთქების შესახებ 21:00 საათზე შევიდა.
"მუშოაბს სპეციალური სამაშველო ჯგუფი. გამოყვანილია 6 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით. ვერ ვიტყვით, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. მუშაობს ავტომაშველი, რომელიც აწარმოებს ადამიანების ძებნას. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის გამგებელმა ლევან დოხნაძემ. მისივე თქმით, მაღაროში იმყოფებოდა 13 ადამიანი. მიმდინარეობს დანარჩენი 7-ის ძებნა.
ცნობისთვის, ამავე მაღაროში აფეთქება მოხდა მიმდინარე წლის 3 მარტსაც. მაშინ აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და ერთი მძიმედ დაშავდა.
მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპნიაა.