დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს სხდომის საშვთა ბიუროს დახურვის მიზეზით ინტერესდებიან. საშვთა ბიუროს დაკეტვა კობა დავითაშვილმა დღეს საკრებულოს სხდომაზე გაპროტესტა.
დავითაშვილის განმარტებით, მან რამდენიმე ადამიანისთვის საშვი დაუშვა, თუმცა საკრებულოს შენობაში მათი შემოყვანა ვერ შეძლო.
საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდათ საკრებულოსთან მიმდინარე აქციის წარმომადგენლებსაც.
"დამისახელეს აბსურდული მიზეზი, რომ კარია გაფუჭებული, რაც წარმოუდგენელია", - განაცხადა დავითაშვილმა.