საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ინგა გრიგოლის თხოვნა არ გაითვალისწინა და საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს არ შეხვდა. თუმცა თავად სამადაშვილმა თავი იმით იმართლა, რომ ავისტოს შუა რიცხვებიდან ის დევნილებსა და გარემოვაჭრეებს პერმანენტულად ხვდება და მათი პრობლემები კარგად იცის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ინგა გრიგოლიამ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილს აქციის მონაწილეებთან პირადად შეხვედრას სთხოვა. გრიგოლიამ საკრებულოს წევრებს შესთავაზა, დაეშვათ გამონაკლისი და სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის რამოდენიმე წარმომადგენელი გასულიყო აქციაზე, რათა პირადად მოესმინათ გარემოვაჭრეებისა და დევნილების პროტესტის მიზეზები და მოსაზრებები.