საკრებულოს უმრავლესობა გარევაჭრობის საკითხის საბოლოოდ მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს.
საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა კოკი იონათამაშვილმა განმარტა, რომ ბაზრებში 15 ათასი მოვაჭრე ვაჭრობდა, 4 ათასი ადამიანი კი იყო გარემოვაჭრე. მისი თქმით, გასულ წლებში გარევაჭრობით უფრო ნაკლები ადამიანი იყო დაკავებული, თუმცა პრობლემის მოუგვარებლობის გამო, მათი რიცხვი გაიზარდა.
უმრავლესობის წევრის განმარტებით, ხელისუფლებას შესაბამისი ღონისძიებები რომ არ გაეტარებინა, გარევაჭრობა უფრო მასობრივი გახდებოდა.
"თუ გარემოვაჭრეები გადაინაცვლებენ ბაზრებში, არსებობს პირობა, რომ ისინი ექვსი თვის განმავლობაში გადასახადებს არ გადაიხდიან", - განაცხადა იონათამაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ბაზრობების დირექტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზედაც, რომ ამ ექვსი თვის შემდეგ მათი გადასახადები შეღავათიანი იყოს.