საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, "საქართველო არის ყველასი, ვისაც იგი უყვარს და მისი წარმატება უხარია".
სტუდენტებთან შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ესწრებოდა. სააკაშვილმა ეროვნული გამოცდების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ეთნიკური უმცირესობის 294-მა წარმომადგენელმა ჩააბარა, აქედან 200-ის სწავლის საფასურს სახელმწიფო დააფინანსებს.
მათ, ვინც ქართულ ენის გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, პრეზიდენტმა საჩუქრტად ნოუთბუქები გადასცა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ისაუბრა სხვა სიახლეებზედაც, რაც საქართველოს სკოლებში დაინერგება. ყურადღება გაამახვილა მასწავლებლების სერთიფიცირების მნიშვნელობასა და შედეგებზე.