ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რაც მათი დასკვნით გამოიკვეთა.
„იოსებ სიგუასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მან უარი განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ გამოცხადებაზე და სამედიცინო ცნობა წარმოადგინა. კომისია მიიჩნევს რომ შსს-ს გენინსპექციამ უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას მიერ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე და ყალბი დოკუმენტის სავარაუდო დამზადება-გამოყენების შესაძლო ფაქტებზე, ვინაიდან კომისიას სარწმუნოდ არ მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მისი კომისიაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. ამაზე ოფიციალური პასუხი გენინსპექციამ უნდა გაგვცეს“, - განაცხადა კახიძემ.