"კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ჩხარტიშვილმა სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და საკრებულოს სხდომაზე დევნილები და გარემოვაჭრეები არ დაუშვა.
"კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მან საკრებულოს ხელმძღვანელობას სპეციალური განცხადებით მიმართა და საკრებულოს სხდომაზე დევნილებისა და გარემოვაჭრეების დაშვება მოითხოვა.
ჩხარტიშვილის განცხადებით, დევნილები და გარემოვაჭრეები სხდომაზე იმიტომ არ დაუშვეს, რომ ხელისუფლებას ხალხისა და სიმართლის შეეშინდა.
დევნილებისა და გარემოვაჭრეების მომდევნო საპროტესტო აქცია 30 აგვისტოსთვის იგეგმება