ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს წევრებს შორისაც, რადგან არ ვერევით ადამიანების თავისუფალ არჩევანში, – ამის შესახევ თბილისში მყოფმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან ახალგაზრდებს მიმართა.
„ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს წევრებს შორისაც, რადგან არ ვერევით ადამიანების თავისუფალ არჩევანში. ერთადერთი გზავნილია კონკრეტულად ახალგაზრდობისადმი – გამოიყენონ შესაძლებლობა, წავიდნენ არჩევნებში, დააფიქსირონ ხმა, მიიღონ მონაწილეობა ამ დემოკრატიულ შესაძლებლობაში. თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ გამოვცადეთ. გთხოვთ, წადით არჩევნებზე“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.