ის, რომ უმრავლესობის წევრები დღეს არ დაესწრნენ საგამოძიებო კომისიის სხდომას, კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა.
„ის, რომ უმრავლესობის წევრები დღეს არ დაესწრნენ სხდომას, კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი. ეს არის გაქცევა პასუხისმგებლობისგან", - განაცხადა რატიანმა.