საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩერვასთან დაკავშირებული პროცესი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ჩააგდეს არასამთავრობო სექტორმა და ექსერტებმა კანდიდატურის შერჩევის პროცესი და მისი შეთავაზების მიუხედავად არ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.
აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთნ საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,როგორც იცით კონსტიტუცია იცვლება სულ რამდენიმე დღეში და არც მე, არც მომავალ პრეზიდენტს არ ექნება შესაძლებლობა, რომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
ეს არის ერთი მომენტი.
მეორე მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ სამი მოსამართლეობის კანდიდატი მყავს წარდგენილი პარლამენტში უკვე წელიწადზე მეტია და პარლამენტს კენჭი არ უყრია.
მესამე მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ღიად გამოაცხადა, რომ ამაზე ჩემთან კონსულტაციებს არ ჩაატარებს, რაც ნიშნავს, იმას რომ ჩემი კანდიდატი მათთვის მიუღებელია.
ეს ვისაც წინა სერიები არ უნახავს. ასე არის მოკლე შინარსი წინა ორასი სერიის და ახლა რა ხდება დღეს: ამ ცაიტნოტში და იმ იმის გააზრებით, რომ სასამართლო პრობლემური და სარეფორმო სფეროა, მე შევთავაზე ქართულ იურიდიულ საზოგადოებას გამოევლინათ საუკეთესო კანდიდატი და ვთქვი, რომ მე მხარს დავუჭერ მათ კანდიდატს.
ეს ღიად ვუთხარი იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ხშირად ტელევიზიით აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, გულისტკივილით საუბრობს სირთულეებზე, ვინც სხვადასხვა კომისიებში მიიღწვის მონაწილეობის მისაღებად და ყურადღებას თუ არ მიაქცვენ ძალიან აღშფოთებულები არიან, რომ მათი აზრი არ გაითვალისწინეს.
გასაოცრი არის ის, რომ ამ თავყრილობაში ბატონი ავთო დემეტრაშვილი და ჯონი ხეცურიანი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ პრეზიდენტმა გვთხოვა თათბირი, პოზიციის დაფიქსირება და რა თქმა უნდა, ვეტყვით ვინ მიგვაჩნია საუკეთესოდ და მოდით ეს სამსახური გავუწიოთ პრეზიდენტს, ჩვენ ქვეყანას და ჩვენი იუსტიციის სისტემას რეფორმისათვის.
დანარჩენმა ყველამ მითხრა, რომ მათ ამ პროცესში ამ ფორმით მონაწილეობა არ სურდათ, ჩემს ამ შეთავაზებაზე უარი მივიღე, რაც სრულიად გაუგებარია ჩემთვის და ახსნას ვერ ვუძებნი.
დღეს რომ ვინმე დავასახელო, ასეთი მხარდაჭერის გარეშე, თუ მას არ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, როდესაც ღიად არის ნათქვამი, რომ ჩემს კანდიდატს არ განიხილავს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია, რომელმაც არც განიხილა ჩემი წარდგენილი სხვა კანდიდატები, ეს იქნება დასახელება დასახელებისათვის.
მე მიმვართე ქართულ საზოგადოებას - მოდით, ხომ ყველას გვადარდებს სასამართლო, გავერთიანდეთ!
სამწუხაროდ, ეს გაერთიანება არ მოხდა. კიდევ ერთხელ ასეთი გაერთიანების გარეშე კანდიდატის დასახელებას არანაირი აზრი არ აქვს.
არც მესმის რატომ ჩააგდეს ეს პროცესი და მეტიც, არ მესმის რა არის აქ გაუგებარი.
თუ ვერ გავერთიანდებით ყველა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი გადაწყვეტისთვის, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ ამ უკეთეს მომავალს, - ეს უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ პროცესს ადევნებს თვალს და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ღიად მითხრა უარი კანდიდატურის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე.
შესაბამისად, მე ძალიან მწყდება გული, რომ ეს კონსენსუსი ვერ მოხერხდა, და უფრო მეტიც, კონსენსუსისაკენ ნაბიჯიც არ გადაიდგა.
გული მწყდება რადგან, სასამართლო სისტემა იყო და არის ჩემი მუდმივი დარდის საფუძველი და მუდმივად ამ მიმართლულებით ვცდილობდი ნაბიჯების გადადგმას.
კონსენსუსის შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გვექნებოდა ძალა, რომ ძლიერ კანდიდატს წარვადგენდით პარლამენტში, საზოგადოების მიერ მხარდაჭერილს და მისი ჩაგდება არ იქნებოდა იოლი“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.