ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გურამ კაშიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება მიუღებელია.
„თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. თუმცა რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და ადამიანზე შეურაცხყოფის მიყენება.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მინდა, რომ ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში“,- განაცხადა ახა კალაძემ.
ცნობისთვის, UEFA-მ გურამ კაშია თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა.