შეიძლება ამ საკითხის განხილვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებასთან დააკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
მისივე განცხადებით, ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუმცა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.
"შეიძლება ამ საკითხის განხილვა და დაველოდოთ ამ საკითხის საკრებულოში განხილვას", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დედაქალაქის რომელიმე ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.
ინიციატივით ფრაქციის წევრებმა გუშინ საკრებულოს თავმჯდომარესა და სახელდების კომისიას პრესკონფერენციაზე მიმართეს.