იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების სახლი 5-მა ქართველმა გაქურდა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტალიური გამოცემის - Corriere della Sera-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მინისტრის მშობლების სახლი 14-15 აგვისტოს ღამით გაქურდეს.
ქურდობაში ბრალდებული ქართველები 27 აგვისტოს დააკავეს, როდესაც ისინი მილანის დატოვებას გეგმავდნენ. პოლიციელებმა მოპარული ნივთების ნაწილი იპოვეს, თუმცა მათი თქმით, ნაქურდალის უმეტესობა ბრალდებულებმა სავარაუდოდ, იტალიიდან უკვე გაიტანეს.