ლაგოდეხის რაიონის 18 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ტექნიკური დაზიანების მიზეზით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩის მოსახლეობასაც.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" განუცხადეს, ლაგოდეხის სოფლებს ელექტროენერგია ქვესადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო არ მიეწოდება. სამუშაოებს სახელმწიფო ელექტროსისტემა აწარმოებს