რაც დავდექი მინისტრად, ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს, საკითხები გადაწყვიტოს.
„რაც დავდექი მინისტრად, ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე რომ მცოდნოდა, რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ ასეთი საკითხი არ იდგმებოდა. რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მოხდა, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა რაღაცეები, რაც უნდა დავასრულო“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.