ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და თავისთავად ცხადია, სულ რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ, პირდაპირ გეუბნებით, თუ უნდა მისულიყო პროტესტის სათქმელად 1 000 კაცი, მივა 10 000, ეს არის და ეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პოლიციას მისთვის არ განუმარტავს, რაზეა დაბარებული.
„როგორც მითხრეს ჟურნალისტებმა გურამ კაშიას თემასთან ვარ დაბარებული, რაღაცა თითქოს მუქარის შემცველი ტექსტიაო, რომელიღაცა თქვენს პოსტშიო. მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად, ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არანაირად არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და თავისთავად ცხადია, სულ რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ, პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ, თუ უნდა მისულიყო პროტესტის სათქმელად 1 000 კაცი, მივა 10 000 ეს არის და ეს, დანარჩენი მაგათი გადასაწყვეტია. ახლა მაგ თემით რომ პოლიციაში დამიბარეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ვიზამ“, - განაცხადა მორგოშიამ.