პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მსმენელი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზესტაფონში განაცხადა, სადაც ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავიდა.
„პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მსმენელი და ხელისუფლებამდე იმ პრობლემების მიმტანი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს” – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს კიდევ ორ ქალაქში – ხაშურსა და ბორჯომში ჩავა.
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად, რეგიონებში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა.