დღეს, 27 აგვისტოს, 16:00 საათზე, საინგილოში, სოფელ კახისთავში, დავით ყიფიანის სახელობის ფინალური საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. ,ათი განცხადებით, ერთმანეთს კახის რაიონის ქართული სოფლების ფეხბურთელები შეეჯიბრებიან. მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
"საინგილოში ყოველ წელს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო ზეიმი იმართება. წელს ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ფინალური მატჩიც გაიმართება. გამარჯვებულ ფეხბურთის გუნდს ფასიან საჩუქრებს გადავცემთ, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიძინა", - განაცხადა ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალაშვილმა.