დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან", 1200 მმ-იან მე-4 მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 27 აგვისტოს, 11:00-იდან 24:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ვერესა და მთაწმინდის მაღალ წერტილებს, თაბუკაშვილის ქუჩას მიმდებარე ქუჩებით, შავთელის, აკოფიანის, ლესელიძის, სიონის, ორბელიანის, ვერცხლისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდება შეუმცირდება ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მ/რაიონებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს თემქის III მ/რაიონს.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საავარიო ბრიგადები დილიდან შეუდგებიან.
კომპანია ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.